სპეციალურად ქალის სხეულისთვის შექმნილი მრავალკომპონენტიანი პროდუქტი, კოლაგენის ჰიდროლიზატზე დაფუძნებული, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას დაზიანებული სახსრების, ხრტილისა და ლიგატების აღსადგენად. გარდა ამისა, კოლაგენი ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს ეპიდერმისის სტრუქტურას, რაც გავლენას ახდენს კანის ელასტიურობასა და „სიახლეზე“; ხელს უწყობს ორგანიზმში სინოვიალური სითხის წარმოქმნას, რაც წარმოადგენს სახსრების ბუნებრივ “შეზეთვას”; უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებში მათი რეგენერაციისათვის.
ვიტამინი C, რომელიც პროდუქტის ნაწილია, აძლიერებს კოლაგენის სინთეზს.